საწყობის ოპერატორი- ქუთაისი — ონიქს კორპორეიშენი

ონიქს კორპორეიშენი

საწყობის ოპერატორი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ონიქს კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის ოპერატორი

"ონიქს კორპორეშენი" არის ფარმაცევტული წარმოების კომპანია. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, სტაბილურ განვითარებასა და ეფექტურ შიდა პროცესებზე, რაც უზრუნველყოფს სანდოობას როგორც პარტნიორებთან, ისე მომხმარებლებთან ურთიერთობაში.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №88

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული პროდუქციის პროგრამული მიღება;
  • პროდუქციაზე მოთხოვნის მიღება წარმოებიდან, დამუშავება, ნაშთის პროგრამულად გადამოწმება, მოთხოვნის შესაბამისად შეკვეთის მომზადება, შეგროვებული პროდუქციის გაცემა;
  • გასაცემი პროდუქციის დოკუმენტაციის გამზადება;
  • საწყობში არსებული ნაშთების რეგულარული აღრიცხვა და კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
  • MS Excel-ის კარგად ცოდნა (სავალდებულოა);
  • უცხო ენების ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი;
  • პუნქტუალურობა.