საწყობის ოპერატორი-დისპეჩერი — Midea

samushao.ge
Midea — ლოგო
Midea

საწყობის ოპერატორი-დისპეჩერი

₾1500 ₾ ახალი გარდაბანი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობის ოპერატორი-დისპეჩერის“- პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა (კერძოდ: საწყობიდან გასული საქონლის რეალიზაციაზე ზედნადების გააქტიურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დასრულება);
  • უკან დაბრუნებლი საქონლის მიღება და ზედნადების გააქტიურება/დასრულება;
  • საწყობიდან სხვა ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადების გააქტიურება/დასრულება/კორექტირება.
  • მიღებულ საქონელზე შესყიდვის დოკუმენტის აღრიცხვის კოორდინატორისთვის მიწოდება, შესაბამისი ნაშთის არ არსებობის შემთხვევაში შესყიდვების სამსახურის უფლებამოსილი პირის წერილობითი ინფორმირება;
  • რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა-დაარქივება;
  • საწყობიდან რეალიზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ტალონების შევსება, მძღოლისთვის, ყიდველისთვის გადაცემა;
  • რეალიზებული პროდუქციის დაგეგმილი მიწოდების ვადის ცვლილების თაობაზე, გაყიდვების სამსახურის/ მონიტორინგის ოპერატორის დაუყოვნებლივი ინფორმირება.
  • აღრიცხვის კოორდინატორთან ერთად მისამართების ამოღება-დაგეგმვა-გადანაწილება;
  • საწყობის მენეჯერისთვის პროგრამული ნაშთების მიწოდება;
  • დანაკლისი-ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში, საწყობის მენეჯერის და აღრიცხვის კოორდინატორის დახმარება პროგრამულ ნაწილში;
  • თვეში ერთხელ მძღოლების მიერ განხორციელებული მიწოდების რეპორტების ამობეჭდვა/მიწოდება საწყობის მენეჯერისთვის, ფინანსური დეპარტამენტისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • სისხარტე;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი
  • დღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით.

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.
  • შაბათი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე.
  • ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში.

სამუშაო ადგილი:

გიგანტის დასახლება,სოფელი კრწანისი.ტრანსპორტირება სამგორიდან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ