საწყობის ოპერატორი - ბათუმი — ელვარე

samushao.ge
ელვარე — ლოგო
ელვარე

საწყობის ოპერატორი - ბათუმი

₾1500 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი
შპს ელვარე აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში
ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ?
  •  პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  •  კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  •  ანაზღაურება: 3 თვის მანძილზე - 1200 ლარი ; შემდეგ - 1400 ლარი;
  •  გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ (საჭიროების შემთხევაში შაბათი, რომელიც ანაზრაურდება ზეგანაკვეთურად)
  •  სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი; ლერმონტოვის ქუჩა №135.

რას გააკეთებ?
  •  წარმოებული პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროგრამაში (1C) ასახვა;
  •  ზედნადების საფუძველზე შემოსავლის ორდერის გაკეთება;
  •  შეკვეთების დარეგისტრირება პროგრამაში/ინვოისის მომზადება;
  •  გაყიდვების ობიექტების მიხედვით პროგრამულად გადაადგილებების გაკეთება და ზედნადებების გაწერა;
  •  შეკვეთებში შეტანილ ცვლილებებზე გაყიდვების ობიექტების მყისიერი ინფორმირება;
  •  გაყიდვების ობიექტებისთვის პროდუქციის მარაგებზე/მეტრაჟებზე ინფორმაციის მიწოდება;
  •  დაკომპლექტებული/დასაკომპლექტებელი პროდუქციის დარეზერვება;
  •  საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
  •  გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა;
  •  უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  •  MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა; სასურველია:
  •  მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  •  დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  ხართ ორგანიზებული და პუნქტუალური.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე:  და სათაურის ველში მიუთითოთპოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →