საწყობის ოპერატორი — რენეკო

რენეკო — ლოგო
რენეკო

საწყობის ოპერატორი

₾1250 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"რენეკო" წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, მიღებული შეკვეთების ამობეჭდვა;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, შეკვეთების გააქტიურება;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, მიღებული დაბრუნებების პროგრამული დაშლა;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, პროგრამული ნაშთის კონტროლი;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, ზედამხედველობა შესყიდული/დაბრუნებული/გაუქმებული დოკუმენტაციის და შესაბამისი სტრუქტურებისათვის მიწოდება;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, დაფასოებული პროდუქციის წარმოება;

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევი 09:00-18:00
  • მისამართი: მოსკოვის გამზირი;
  • ანაზღაურება: 1250 ლარი ფიქსირებული;