საწყობის ოპერატორი — კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი — ლოგო
კონტაქტჰოუმი

საწყობის ოპერატორი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: შენ იქნები ლოჯისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი. შენი მთავარი ამოცანაა მარაგების პროგრამული სიზუსტის უზრუნველყოფა და პროცესების გამართული მუშაობა.

რას გააკეთებ კონკრეტულად?

  • მონაცემთა მართვა: სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება და მუდმივი განახლება;
  • კონტროლი: მარაგების ლიმიტების მონიტორინგი და პროგრამული კონტროლი;
  • დოკუმენტაცია: RS.ge-ზე ზედნადებების მართვა (მომარაგება, შიდა გადაზიდვები, მისამართების კორექტირება);
  • კოორდინაცია: შიდა გადაზიდვის პროცესების გამართულობის ზედამხედველობა.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასაწყობე პროგრამების ცოდნა);
  • გეხერხება პროგრამული მუშაობა და გიყვარს სიზუსტე;
  • ფლობ რომელიმე უცხო ენას სასაუბრო დონეზე;
  • ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

  • სამუშაო ადგილი: აეროპორტის დასახლება.
  • ანაზღაურება: 1600 ₾ + ბონუსი;
  • ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უფასო ტრანსპორტირებას;
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 სთ (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება);
  • ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
  • ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
  • დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 ივლისი, 2026

* მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.