საწყობის ოპერატორი — ჯორჯიან ბეიქერსი

ჯორჯიან ბეიქერსი

საწყობის ოპერატორი

₾1700 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "ჯორჯიან ბეიქერს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის ყოველდღიური ოპერაციების გამართულ მუშაობას, საქონლის მოძრაობის ზუსტ აღრიცხვას და დისტრიბუციის პროცესის ეფექტიან ორგანიზებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, რაოდენობრივი შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება;
** პროდუქციის გაცემა, დისტრიბუციისთვის შეკვეთების მომზადება და რაოდენობრივი კონტროლი;
** შემოსული შეკვეთების პროგრამული დამუშავება, შესაბამისი დოკუმენტაციისა და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა RS.GE.
** საწყობში პროდუქციის სწორი, უსაფრთხო და ოპტიმალური განლაგება, შენახვის პირობებისა და ოპერაციული ეფექტიანობის გათვალისწინებით;
** პროდუქციის ნაშთების ზუსტი აღრიცხვა და ფაქტობრივი მარაგების პროგრამულ მონაცემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციებში მონაწილეობა.
** საწყობის წესრიგის, სისუფთავისა და საქონლის უსაფრთხო შენახვის სტანდარტების დაცვა;
** ხელმძღვანელისთვის საწყობის ოპერაციებისა და მარაგების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობში, ლოგისტიკის ან სასაქონლო აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასაწყობე ან პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Fina, 1C და სხვა.
** RS.ge-ის სისტემისა და სასაქონლო ზედნადებების გამოწერის პროცედურების ცოდნა;
** საქონლის მიღება-გაცემისა და მარაგების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანი მართვა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურ სასაწყობე ოპერაციებში მონაწილეობის მზაობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
** სამუშაო საათები: 09:30-18:30;
** ანაზღაურება: 1300-1700 ლარი, რომელიც შედგება ფიქსირებული და საბონუსე ნაწილისაგან;
** დამატებითი ბენეფიტი: სამედიცინო დაზღვევა.

განაცხადის გამოგზავნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საწყობის ოპერატორი".