საწყობის ოფიცერი- ნატახტარი — Poolandspa

Poolandspa

საწყობის ოფიცერი- ნატახტარი

₾2500.0 იწურება ნატახტარში · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია Poolandspa (საცურაო აუზების სამშენებლო კომპანია) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოფიცრის პოზიციაზე ნატახტარში (გადაადგილება კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა
  • სასაწყობე პროგრამაში მუშაობა (სწავლებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი)
  • მაღაზიაში მარაგების აღწერა და ნაშთების რეგულარული კონტროლი
  • შესყიდული და იმპორტირებული მასალების დასაწყობება და აღრიცხვა დადგენილი წესის მიხედვით
  • საქონლის დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება (დატვირთვა-გადმოტვირთვა) შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით
  • პროდუქციის მიღება-გაცემა სასაქონლო ზედნადების მიხედვით
  • ადგილობრივ შესყიდვებში მონაწილეობა
  • გასაცემი პროდუქციის მომზადება-გაშვება შესაბამის ობიექტზე ზედნადების მიხედვით
  • წუნდებული მასალის აღწერა და დასაწყობება
  • საქონლის განლაგების კონტროლი, საქონლის დაცულობა და შენახვის პირობების დაცვა
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე საქონლის ტრანსპორტირება
  • სასაწყობე ფართებში მარაგების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება შესაბამის პასუხისმგებელ პირთან
  • გეგმური ინვენტარიზაცია
  • მარაგების მიწოდების შეუფერხებლობის, დროული მიწოდების უზრუნველყოფა და კონტროლი
  • სასაწყობე ფართის ოპტიმალურად ათვისების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • მართვის მოწმობა B კატეგორია, მექანიკა (სავალდებულო)

ხელფასი: 2500 ლარი (ხელზე ასაღები)

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე office@poolandspa.ge და Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.