საწყობის მიმღები ოპერატორი - ოქროყანა — გუდვილი

გუდვილი — ლოგო
გუდვილი

საწყობის მიმღები ოპერატორი - ოქროყანა

შეთანხმებით ახალი თბილისის შემოგარენი · ადგილზე სრული განაკვეთი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე ოქროყანის ლოკაციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;
  • მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • მიღებული პროდუქციის დასაწყობება და FIFO პრინციპის დაცვით განთავსება;
  • კომპანიის სტანდარტების, შინაგანაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად მუშაობა;
  • მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • ფიზიკური სამუშაოს შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
  • ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
  • ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი;
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • უფასო სამგზავრო ბარათს;
  • გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
  • Fitpass ბარათს.

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა