საწყობის მიმღები-ოპერატორი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები-ოპერატორის პოზიციაზე დიღმისა ფილიალში
ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესებით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;
- მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
- დოკუმენტაციის წარმოება;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან ტექნიკური განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება;
- სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- კარგი მათემატიკური უნარები;
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი ცვლა - 10:00-19:00 მდე (დასვენების დღე: შაბათი და კვირა)
- ხელფასი: 1200 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
- კვება;
- Fitpass;
- ტრანსპორტირება;
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
- უფასო კვება