საწყობის მენეჯერი- ბათუმი
შპს "კომპანია ორბიტა" არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ხელფასი: ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1700 ლარი.
პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორაციული ნომერი;
- ფიტპასი.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის ყოველდღიური ფუნქციონირების მართვა;
- შემოსული პროდუქციის დასაწყობების კოორდინაცია;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაო სტანდარტების დაცვა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი;
- საწყობში არსებული თანამშრომლების კოორდინაცია და მათზე საქმის გადანაწილება;
- პროდუქციის მიღების, სასაწყობე და სავაჭრო ფართში პროდუქტის ოპტიმალური განაწილების პროცესების მართვა და კონტროლი;
- პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროგრამული ასახვა;
- საწყობში პროდუქციის მიღების ან/და საწყობიდან პროდუქციის გაცემის პროცესების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მომხმარებლისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე მათზე პროდუქციის გაცემა;
- სასაქონლო ზედნადებების კონტროლი;
- საწყობის პერიოდული აღწერის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
- წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
- საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი;
- საწყობში აღწერა-ინვენტარიზაციის პროცესის წარმოება;
- საწყობის მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბება და დარეგულირება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია 1C ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.