საწყობის მენეჯერი
შპს "გასგო მოტორსი" აცხადებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისის გეზის მიმდებარე ტერიტორია (ლილო)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (6 დღე სამუშაო, 1 დღე დასვენება, 13:00-დან 21:00 საათამდე).
ანაზღაურება: 2500₾ + ბონუსი 1200₾ ინვენტარიზაციების და შეკვეთების სიზუსტის მიხედვით (ხელზე ასაღები).
კომპანიის შესახებ:
შპს "გასგო მოტორსი" არის ავტონაწილების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე. ჩვენ ვფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ 3000მ²-იან საწყობს, სადაც ინახება 6000-მდე სახეობის პროდუქტი: საქარე მინები, ავტონაწილები, ძარის ნაწილები და სხვა.
ვაკანსიის აღწერა:
ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ საწყობის მენეჯერს, რომელიც გაუძღვება საწყობის ყოველდღიურ ოპერაციებს, მართავს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტითა და ეფექტურობით მომუშავე გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი (მიღება, დასაწყობება, შეგროვება, შეფუთვა)
- დაახლოებით 15-20 თანამშრომლის მართვა
- მობილური მოწყობილობებისა და შტრიხკოდული სისტემების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
- შეკვეთების სიზუსტის და ინვენტარიზაციის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
- თანამშრომელთა ეფექტიანობის შეფასება და მართვა
მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის მენეჯმენტში
- სასაწყობე პროგრამებთან და შტრიხკოდულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები
- შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი
- დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული: 2500₾
- დამატებითი ბონუსი:
- შეკვეთების სიზუსტე <0.3% - 200₾
- დაზიანებული პროდუქცია < 0.5% - 300₾
- ინვენტარიზაციის გადახრა < 0.5% - 700₾
- ჯამური ანაზღაურება წარმატებული შედეგის შემთხვევაში - 3, 700₾ (ხელზე ასაღები)