საწყობის მარაგების სპეციალისტი — Golden Tulip Design Tbilisi

Golden Tulip Design Tbilisi — ლოგო
Golden Tulip Design Tbilisi

საწყობის მარაგების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Golden Tulip Design Tbilisi" არის ბრენდული სასტუმრო, რომელიც გაიხსნა 2022 წლის ზაფხულში. სასტუმრო არის Louvre Hotels Group-ის ნაწილი, რომელიც გლობალური მოთამაშეა საერთაშორისო სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, პორტფელით მოიცავს 1700-ზე მეტ სასტუმროს 70 ქვეყანაში.

"Golden Tulip Design Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.

სასტუმროს საწყობის მარაგების სპეციალისტი პასუხისმგებელია პროდუქციის/ინვენტარის მიღებაზე, შენახვასა და დასაწყობებაზე, ასევე საწყობების სისუფთავესა და მოწესრიგებულობის კონტროლზე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • პროდუქციის მიღება, განთავსება და დასაწყობება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ზედნადების პროგრამულად ასახვა
  • საწყობებს შორის ნაშთების გადატანა და კონტროლი
  • სასტუმროში არსებული საწყობების სისუფთავის უზრუნველყოფა
  • დაზიანებული და ვადაგასული პროდუქციის შესახებს შესაბამისი ხელმძღვანელის ინფორმირება და უკან დაბრუნების პროცედურის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

2026 წლის 31 ივლისამდე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).

გაცნობებთ, რომ გასაუბრებისათვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.