საწყობის/ლოგისტიკის მენეჯერის მოადგილე
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, English Home და Principe (HUGO BOSS, BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI and POLICE). კომპანია წარმოდგენილია 35-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.
"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის/ლოგისტიკის მენეჯერის მოადგილე (ავეჯის მიმართულებით) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება-დასაწყობებისა და შეგროვება-მიწოდების სამუშაოების ორგანიზება;
- საწყობის აღრიცხვის სისტემაში მონაცემების განახლება და სისწორის უზრუნველყოფა;
- მარაგების კონტროლი და შენახვის პროცესების ოპტიმიზაცია;
- ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი;
- Enza Home-ის მაღაზიებისათვის და მომხმარებლებისათვის საქონლის დროული განაწილება, მისატანი პროდუქციის გამზადება და მიწოდების სრული ციკლის მართვა/კონტროლი;
- პროდუქციის მიწოდებისთვის გონივრული და ოპტიმალური მარშრუტების შედგენა; სატრანსპორტო საშუალებებისა და ეკიპაჟის წევრების ეფექტიანი განაწილება;
- მარშრუტების შესრულების, ავტომობილების დატვირთვისა და მიწოდების პროცესის მუდმივი მონიტორინგი;
- სასაქონლო, სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებებისა და პროდუქციის მიღება-მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამის პროგრამებში ატვირთვა და RS.ge-ზე დროული ასახვა;
- კომპანიის შიდა პროგრამებში ლოგისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული, ზუსტი და სრულყოფილი ასახვა;
- წუნდებული პროდუქციის აღწერა, დასაწყობება და აღრიცხვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- საწყობებისა და მაღაზიების ინვენტარიზაციის (აღწერის) პროცესების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების (მძღოლები, ამწყობები, საწყობის თანამშრომლები) საქმიანობის დაგეგმვა, დავალებების განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შედეგების კონტროლი;
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000-2500-მდე + ბონუსი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გუნდის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ტექნიკური უნარები (MICROSOFT OFFICE, EXCEL BASIC).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 სექტემბერი.