საწყობის ხელმძღვანელი
Dasta 3PL უკვე 3 წელია ოპერირებს ბაზარზე და კომპანიებს სთავაზობს საწყობისა და ლოჯისტიკური პროცესების მართვას — ტვირთის მიღებას, შენახვას, შეკვეთების დამუშავებასა და გაგზავნას. ვეძებთ საწყობის ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ოპერაციების გამართულად მუშაობას, მართავს გუნდს და საჭიროების შემთხვევაში თავადაც ერთვება ოპერაციულ (მათ შორის ფიზიკურ) პროცესებში.
ძირითადი მოვალეობები:- ტვირთის მიღების პროცესის მართვა, სწორად განთავსება და პროგრამული კონტროლი
- შეკვეთების აგროვების პროცესის ორგანიზება და სიზუსტის უზრუნველყოფა
- კლიენტებთან ოპერატიული კომუნიკაცია
- ოპერაციების სისტემაში სწორი აღრიცხვა და კონტროლი
- საწყობის გუნდის მართვა და დავალებების განაწილება
- საწყობის წესრიგისა და სამუშაო სტანდარტების უზრუნველყოფა
- საჭიროების შემთხვევაში ოპერაციულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა
- საწყობის/ლოგისტიკის მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ლოგიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სწრაფი სწავლის უნარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:30-დან 18:00 საათამდე.