საწყობის ექსპედიტორი — Super

Super — ლოგო
Super

საწყობის ექსპედიტორი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

დღეს "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს საწყობის ექსპედიტორის თანამდებობაზე ვეძებთ.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაჰესი, მუხათგვერდის ტერიტორია (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი

დასვენების დრო: კვირაში 2 დღე

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული

ანაზღაურების ოდენობა: 2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • იმპორტირებული კონტეინერებიდან ტვირთის გადმოტვირთვა და მიღება;
  • შემოსული პროდუქციის პირველადი ვიზუალური შემოწმება (დაზიანებებსა და ხარვეზებზე);
  • პროდუქციის შტრიხკოდირება და ეტიკეტირება;
  • პროდუქციის სწორი და უსაფრთხო დასაწყობება/განთავსება საწყობის შესაბამის ზონებში;
  • ფილიალების შეკვეთების საფუძველზე პროდუქციის ზუსტი აწყობა/კომპლექტაცია და ტრანსპორტირებისთვის გამზადება;
  • ფილიალებში პროდუქციის ჩამოცვლა;
  • გეგმურ და პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა, საქონლის ფაქტობრივი ნაშთების დათვლა.

ძირითადი ვალდებულებები:

  • სარეალიზაციო პროდუქციის (მათ შორის მსხვრევადი ასორტიმენტის) უსაფრთხოების დაცვა გადაადგილებისა და დასაწყობებისას;
  • საწყობის ტერიტორიაზე სამუშაო სივრცისა და თაროების წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი შენარჩუნება;
  • შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმების დაცვა.

მოთხოვნები: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ