საწყობის დამხმარე- მცხეთა-მთიანეთი — ელიტ მოტორსი

ელიტ მოტორსი — ლოგო
ელიტ მოტორსი

საწყობის დამხმარე- მცხეთა-მთიანეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას:

პოზიციის დასახელება: საწყობის დამხმარე

დეპარტამენტი: ლოჯისტიკა / საწყობი

დაქვემდებარება: საწყობის მენეჯერი

პოზიციის მიზანი:

საწყობში პროდუქციის მიღების, განთავსების, აღრიცხვის, შეკვეთის მომზადებისა და გაცემის პროცესების მხარდაჭერა, საწყობის წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:

  • საქონლის მიღება და რაოდენობრივი/ვიზუალური შემოწმება;
  • მიღებული პროდუქციის სწორად განთავსება საწყობის სივრცეში;
  • შეკვეთების შეგროვება და მომზადება გასაცემად;
  • საქონლის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესში დახმარება;
  • საწყობის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
  • მარაგების პერიოდულ დათვლასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • უსაფრთხოების და შრომის დაცვის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება (პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00), შაბათი (09:00-14:00)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი სენაკი ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ (საგურამოს გადასახვევთან)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით