საწყობის დამხმარე — გეფა

გეფა — ლოგო
გეფა

საწყობის დამხმარე

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. "გეფას" ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.

გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.

პოზიცია: საწყობის დამხმარე

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის #13, ეველინა თავაძის 14 ა (ღრმაღელის მეტროსთან)

პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 840-1000₾

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვების დაფინანსებას
  • სატრანსპორტო მომსახურებას
  • ფიტპასით სარგებლობას
  • მეგობრულ გუნდსა და სამუშაო გარემოს

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობის ტერიტორიაზე მიღებული ტვირთების დაცლა
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით პროდუქციის დალაგება შესაბამის განყოფილებაში

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

პერსონალური მონაცემების დამუშავება

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფას" მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

  • კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
  • დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფას" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, კანის ფერი, ენა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილება, რასა, ეროვნება, წარმოშობა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა, შრომითი ხელშეკრულების სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი, ასაკი, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, შეზღუდული შესაძლებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება, ოჯახური მდგომარეობა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები, ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.