საწყობის ბუღალტერ/ოპერატორი
შპს "გამა-გ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ბუღალტერ/ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (დღის განმავლობაში 1 საათი შესვენება)
მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 22 (ფონიჭალა)
ანაზღაურება: 1500 ფიქსირებული გამოსაცდელი პერიოდის მანძილზე (1 თვე), გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ფიქსირებული 1700 ლარი (ხელზე ასაღები)
მოვალეობები:
- პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და პროგრამაში ასახვა;
- გაყიდული/შეკვეთილი პროდუქციის მომზადება და შესაბამის ობიექტებზე გადამისამართება/პროგრამაში ასახვა;
- პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება. რეალური და ბუღალტრული ნაშთის სისწორის უზრუნველყოფა;
- დაბრუნებული მასალების აღრიცხვა დასაწყობება/პროგრამაში ასახვა;
- ნაშთების კონტროლი, სასაწყობო მარაგების ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა;
- პასუხისმგებლობის აღება ჩაბარებულ ნაშთებზე;
მოთხოვნები:
- Microsoft office - პროგრამების ცოდნა;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამა Fina- ში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აქტიურობა და სისწრაფე;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს და კვებით უზრუნველყოფას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ივლისი.