საწარმოში ლოჯისტიკის სპეციალისტი — Hotel Costé

Hotel Costé — ლოგო
Hotel Costé

საწარმოში ლოჯისტიკის სპეციალისტი

₾2500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო „კოსტე“ აცხადებს ვაკანსიას საწარმოში ლოჯისტიკის პოზიციაზე

მისამართი: ვაშლიჯვარი , მუხრან მაჭავარიანის 63

ხელფასი: 2500

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული და გასული პროდუქტების აღრიცხვიანობა.
  • ბაზრიდან მიღებული პროდუქტის აწონვა ან/და რაოდენობრივად მიღება-ჩაბარება და დასაწყობება.
  • საწარმოში მომზადებული პროდუქციის პროგრამული წარმოება და აღრიცხვა.
  • წარმოებული პროდუქციის ვადებზე კონტროლი.
  • მიღებული შეკვეთების დროული მიწოდება - წარმოებიდან ობიექტის ადგილამდე ნედლეულის, ნახევრადფაბრიკატების, მზა პროდუქციის პროგრამული გადაწერა და ტრანსპორტირებისა ეფექტიანი ოპერაციების დაგეგმა, რეალიზაცია და კონტროლი.
  • ეფექტური შესყიდვა, რომელიც ხელს უწყობს შეფერხების აღმოფხვრას მიწოდების ჯაჭვში და აყალიბებს სტაბილურ მომარაგებას. შესაბამისად განსაზღვროს პროდუქციის ზუსტი რაოდენობა შესყიდვამდე და მხოლოდ მცირე მარაგის შემთხვევაში შეუკვეთოს პროდუქტი.
  • ყოველი თვიური აღწერა და ზუსტი ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ბუღალტერიისთვის.
  • პროდუქტის ხარისხის (წონის, ზომის და გემოვნური თვისებების) კონტროლი დაგდენილი სტანდარტის შესაბამისად.
  • მიტანის სერვისთან (Wolt, Bolt, Glovo) თანამშრომლობა - შეკვეთის დროული მიღება და გაცემა. (დადებითი შეფასებების შემთხვევაში იმუშავებს საბონუსე სისტემა).
  • საწარმოში არსებული მატერიალური ფასეულობების დაცულობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
  • შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;