საწარმოს თანამშრომელი/ოპერატორი- საირმე
შ.პ.ს. "საირმის საცხობი" ეძებს მოტივირებულ, პროფესიონალ, ენერგიულ, დისციპლინირებულ და შრომისმოყვარე საწარმოს თანამშრომლებს (ოპერატორებს) ხორცპროდუქტების საწარმოო ხაზზე სამუშაოდ. პოზიცია ითვალისწინებს საწარმოო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ფიზიკურ ჩართულობას და პროდუქციის დამზადების პროცესში უშუალო მონაწილეობას. თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი უმთავრესი ღირებულებაა — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
პოზიცია: საწარმოს თანამშრომელი/ოპერატორი (ხორცპროდუქტების საწარმო)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ნედლეულის მიღება და მომზადება: შემოსული ხორცის ნედლეულის გადმოტვირთვა, დახარისხება, პირველადი დამუშავება და საწარმოო ხაზისთვის მომზადება მენეჯერისა და ტექნოლოგის მითითებების შესაბამისად.
- ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილეობა: ხორცპროდუქტების გადამუშავების პროცესში უშუალო ჩართულობა (ხორცის დანაწევრება, დაკეპვა, ფარშის მომზადება, ფორმირება, დამუშავება).
- საწარმოო დანადგარების მართვა: შესაბამისი აღჭურვილობის, დანადგარებისა და მექანიკური ხელსაწყოების უსაფრთხო, სწორი ექსპლუატაცია და მოვლა (ინსტრუქციების მკაცრი დაცვით).
- შესაფუთი და ეტიკეტირების სამუშაოები: მზა პროდუქციის აწონვა, დაფასოება, შესაფუთ მასალებში მოთავსება, ვარგისიანობის ვადის/ეტიკეტის მიკვრა და დასაწყობებისთვის მომზადება.
- სხვადასხვა კატეგორიის ნედლეულის დამუშავება: ხორცის გარდა, კვერცხის გარეცხვა-დეზინფექციის პროცესის წარმოება, ასევე ხილისა და ბოსტნეულის პირველადი დამუშავება, გარეცხვა, გაფცქვნა და დაჭრა დადგენილი ტექნოლოგიური და ჰიგიენური ინსტრუქციების ზუსტი დაცვით.
- HACCP და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა: სამუშაო ადგილზე, დანადგარებსა და ინვენტარზე სისუფთავისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა; პირადი ჰიგიენის სტანდარტების (სპეცტანსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანები) მკაცრი კონტროლი.
- მენეჯერის დავალებების შესრულება: წარმოების მენეჯერის მიერ მიცემული ყოველდღიური საწარმოო გეგმებისა და ოპერატიული დავალებების დროული, ხარისხიანი შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- ფიზიკური გამძლეობა: ფიზიკური მუშაობის, დატვირთვისა და საწარმოო გარემოში (მათ შორის, სპეციფიკური ტემპერატურული რეჟიმის მქონე ცივ სივრცეებში) მუშაობის უნარი და მზაობა.
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა: სამუშაო გრაფიკის, შრომის უსაფრთხოების წესებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების მკაცრი და სტაბილური დაცვა.
- გუნდური მუშაობის უნარი: სხვა თანამშრომლებთან და წარმოების მენეჯერთან ეფექტური თანამშრომლობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა: პროდუქტის ვიზუალურ ხარისხზე, შეფუთვის სისწორესა და სისუფთავეზე ყურადღების გამახვილების უნარი.
- სამუშაო გამოცდილება (პლუსად ჩაითვლება): კვების ინდუსტრიაში, სასურველია ხორცპროდუქტების ან ნახევარფაბრიკატების საწარმოში მუშაობის თუნდაც მინიმალური გამოცდილება.
- სავალდებულო პირობა: ჯანმრთელობის ცნობის (ე.წ. სანიტარული წიგნაკი) ქონა ან დასაქმებისას მისი დამზადების მზაობა.
კომპანიის ბენეფიტები:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
- სტაბილური, გრძელვადიანი და განვითარებადი სამუშაო გარემო;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში;
- უფასო კვება;
- ქუთაისიდან უფასო ტრანსპორტირება;
- დაზღვევა.
საორგანიზაციო დეტალები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 - 18:00, დასვენების 2 დღე მცოცავი
- მდებარეობა: ბაღდათი, კურორტი საირმე