საწარმოს თანამშრომელი — მეფუტკრე

მეფუტკრე

საწარმოს თანამშრომელი

₾1650 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას თაფლის საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, ფიზიკურად აქტიურ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაოთი.

ძირითადი მოვალეობები:

  • რეზერვუარებში თაფლის ჩამოსხმა;
  • ქილების რეცხვა და სამუშაო პროცესისთვის მომზადება;
  • ჩამოსასხმელი აპარატით პროდუქციის ჩამოსხმა და შეფუთვა;
  • პროდუქციის ეტიკეტირება;
  • მზა პროდუქციის დასაწყობება;
  • საწარმოში სხვადასხვა მიმდინარე და დამხმარე სამუშაოს შესრულება.

სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერიოდულად საჭიროა 20-30 კგ-მდე წონის აწევა.

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 3 დღე — ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი;
  • სამუშაო საათები — 09:00-18:00;
  • შესვენება — 1 საათი;
  • შაბათი და კვირა — დასვენება.
  • ნოემბრიდან პოზიცია გადადის სრულ განაკვეთზე — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება:

კვირაში 3 სამუშაო დღის პირობებში — 900 ლარი ხელზე;

ნოემბრიდან, სრულ განაკვეთზე გადასვლის შემდეგ — 1 650 ლარი ხელზე.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიულობა და ფიზიკური აქტივობისთვის მზადყოფნა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი.

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — სამუშაო პროცესებს ადგილზე შეგასწავლით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო — მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორია.