საწარმოს ოპერატორი — კაბა

კაბა

საწარმოს ოპერატორი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "კაბა" არის ქართული დიზაინერული ბრენდი, რომელიც უკვე მრავალი წელია, წარმატებით ოპერირებს ქართული მოდის ინდუსტრიაში. ბრენდს აქვს საკუთარი ტანსაცმლის საწარმო და მაღაზიების ქსელი თბილისსა და ბათუმში. მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტანისამოსსა და ექსკლუზიურ მომსახურებას.

პოზიცია: საწარმოს ოპერატორი

პირობები:

  • მისამართი: დიდი დიღომი, აკაკი ბაქრაძის N15
  • ანაზღაურება: 1200 ლარი (ნეტ)
  • სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში
  • დასვენების დღეები: შაბათი, კვირა

პოზიციის აღწერა:

  • მიღებული ქსოვილების აღრიცხვა, კოდების მინიჭება (ფასი, რაოდენობა, მომწოდებელი) და პროგრამაში გატარება
  • მიღებული შეკვეთების რეგისტრირება მოდელების ბაზაში, გამომჭრელისთვის შეკვეთის მიცემა
  • დაჭრილი პროდუქციის აღრიცხვა საწარმოს ფაილში და შესყიდვის განხორციელება შესაბამის პროგრამაში
  • მკერავების მიერ შეკერილი რაოდენობის შეყვანა პროგრამაში
  • შეკერილი ტანსაცმლის დაბარკოდება, დასკანერება
  • შეკვეთების მაღაზიებში გაგზავნა, კურიერთან კომუნიკაცია
  • აღწერის ჩატარება საწარმოში
  • ბუღალტერთან გაგზავნა აღრიცხვის ფაილების, მომარაგების ფაილების და ა.შ
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ