საწარმოს მუშა
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მუშის პოზიციაზე. კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათი
ანაზღაურება: დღეში 70 ლარი
სამუშაო ადგილი: გარდაბანი, სოფელი კალინინო
ძირითადი მოვალეობები:
- საფქვავ დანადგართან მუშაობა, საფქვავის ხაზის მომარაგება დანამატებით და დამატება;
- ნედლეულის მიღებაში მონაწილეობის მიღება და დაცლა;
- საკვები ტომრების დატვირთვა/დაფასოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- უფასო კვება