საწარმოს მენეჯერი — რენდერტექ ჯორჯია

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
რენდერტექ ჯორჯია

საწარმოს მენეჯერი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

"რენდერტექ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოს ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • ცხოველური ცხიმების შეგროვების, მიღების, დახარისხებისა და გადამუშავების პროცესების მართვა;
  • საწარმოო პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის კონტროლი;
  • თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
  • საწარმოო მარაგების, საჭირო მასალებისა და რესურსების დაგეგმვა;
  • ტექნიკური და საწარმოო პროცესების გამართულობის კონტროლი;
  • ექსპორტისთვის პროდუქციის მომზადების პროცესის ორგანიზება;
  • შეფუთვის, დასაწყობებისა და დატვირთვის პროცესების კონტროლი;
  • ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროცესებში კოორდინაცია;
  • საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოების კონტროლი;
  • პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება საწარმოს მუშაობის, შედეგებისა და საჭიროებების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საწარმოს/წარმოების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • თანამშრომლების მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გადაწყვეტილების დროული მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • საოპერაციო პროცესების კონტროლისა და დაგეგმვის კარგი უნარები;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • შესაბამის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • ლიდერული უნარები;
  • პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • გუნდთან მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანობა;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • პასუხისმგებლობიან და მნიშვნელოვან პოზიციას კომპანიის საქმიანობაში;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას.

ჩვენ მოგიძებნით ფაბრიკა, წარმოების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა ფაბრიკა, წარმოების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ