საწარმოო მღებავი ოპერატორი — თერმო ცენტრი

თერმო ცენტრი — ლოგო
თერმო ცენტრი

საწარმოო მღებავი ოპერატორი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოო მღებავი ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო პირობები

შრომის ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) + გამომუშავებული ბონუსი

დამატებითი სარგებელი:

  • FitPass
  • ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველივე დღიდან
  • კვება

სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკის დასახლება, ქინძმარაულის ქ #15

უშუალო დაქვემდებარება: წარმოების ხელმძღვანელი

გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 სთ -18:00 სთ

საგამოცდო ვადა: 6 თვე

სამუშაო გამოცდილება - კანდიდატს სასურველია ჰქონდეს გამოცდილება შეღებვის/თერმული დამუშავების/მსგავსი საწარმოო პროცესის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რადიატორების/საშრობებისა და გათბობის სისტემის აქსესუარების შეღებვა დადგენილი ტექნოლოგიისა და სამუშაო ინსტრუქციის შესაბამისად;
  • შესაღები ზედაპირის/ნაწილის მომზადება სამუშაო პროცესისთვის;
  • დეტალების სწორად განთავსება, აწევა, ჩამოკიდება ან გადაადგილება შეღებვის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად;
  • შეღებვის პროცესის შესრულება რამდენიმე ეტაპად/ციკლად, საჭირო ხარისხის მისაღებად;
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა დაკავშირებულ საწარმოო სამუშაოებში ჩართულობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

პასუხისმგებლობები:

  • სამუშაო პროცესში გამოყენებული მოწყობილობების/ინვენტარის მოვლა-პატრონობა და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება ყოველდღიური გამოყენების ფარგლებში;
  • საღებავის დასაწყობება, დანახარჯის პერიოდული აღრიცხვა;
  • შესაღებად მიღებული პროდუქციის მითვლა და გაცემა;
  • სამუშაო ადგილზე წესრიგის დაცვა;
  • შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოებისა და საწარმოო დისციპლინის დაცვა;

შენიშვნა: სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას და დეტალების გადაადგილებაში/განთავსებაში ჩართულობას

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ