საწარმოო დანადგარის ოპერატორი
სტრუქტურული სამშენებლო მეტალის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია "ისეკო", რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო დანადგარების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მათი მართვა;
- დანადგარისთვის საჭირო მასალის მომზადება და მიწოდება;
- წარმოებული პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა;
- სამუშაო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
- სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
- საწარმოში მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა.
მოთხოვნები:
- საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი და ტექნიკისადმი ინტერესი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ახალი ცოდნისა და ტექნიკური უნარების ათვისების სურვილი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შესაბამის პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ხელფასსა და დანამატებს;
- სამუშაო ადგილზე სწავლებას და საწარმოო დანადგარებთან მუშაობის შესწავლის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების და საწარმოო დანადგარის ოპერატორად ზრდის შესაძლებლობას;
- გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
- სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე;
- მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი.
- ანაზღაურება: 1200 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ხელზე ასაღები).
პიროვნული მახასიათებლები:
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობიანი;
- ენერგიული;
- პუნქტუალური;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.