საწარმო პროცესის ინჟინერი — ორეი

ორეი — ლოგო
ორეი

საწარმო პროცესის ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას საწარმო პროცესის ინჟინერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ქაღალდის პროდუქციის წარმოება;
  • წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
  • ელექტრო დანადგარებთან მუშაობა;
  • საწარმოო პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
  • დაკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხის პერიოდული ინსპექტირება და დეფექტების გამოვლენა;
  • წარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების მოგვარება ჯგუფთან ერთად;
  • საწარმოში არსებული ტექნოლოგიების და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა ჯგუფთან ერთად.

მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;