საწარმო დანადგარის ოპერატორი — ორეი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ორეი — ლოგო
ორეი

საწარმო დანადგარის ოპერატორი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ქაღალდის პროდუქციის წარმოება;
  • წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
  • ელექტრო დანადგარებთან მუშაობა;
  • საამქროს მენეჯერის დავალებების შესრულება;
  • კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

"სიმეტრას"-ს თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ჩვენ მოგიძებნით ფაბრიკა, წარმოების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა ფაბრიკა, წარმოების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ