საცალო ქსელის ხელმძღვანელი
კომპანია "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ და ძლიერ ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ავტონაწილების მაღაზიების ეფექტურ მართვას, გაყიდვების ზრდასა და ქსელის განვითარებას.
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო მაღაზიების ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია
- გაყიდვების გეგმების დასახვა, შესრულების მუდმივი მონიტორინგი და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი
- მაღაზიებში პროდუქციის ნაშთების, სეზონური მოთხოვნებისა და ნაკლებად ბრუნვადი ნაწილების ოპტიმიზაცია
- მაღაზიის მენეჯერებისა და კონსულტანტების მართვა, მათი კვალიფიკაციის (ტექნიკური კატალოგების ფლობის) და მომსახურების ხარისხის კონტროლი
- მიმდებარე ავტოსერვისებთან, ხელოსნებთან და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით)
- სავალდებულოა საცალო ქსელის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
- გუნდის მართვის, დელეგირებისა და მოტივირების ძლიერი უნარები
- ანალიტიკური აზროვნება, ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის მიხედვით)
- კორპორატიულ ნომერს
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
სამუშაო გრაფიკი: სრული