სატრანზიტო სისტემის და პარტნიორებთან კომუნიკაც. სპეციალისტი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია "ILARIA" ეძებს გამოცდილ დეკლარანტებს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვაში. სისტემა წარმოადგენს ევროკავშირის და საერთო ტრანზიტის პროცედურის (CTC) წევრი ქვეყნების მიერ გამოყენებულ თანამედროვე, ელექტრონულ ინსტრუმენტს სატრანზიტო საქონლის ეფექტური მართვისა და მიკვლევადობისთვის. აღნიშნული სისტემა ამარტივებს საბაჟო პროცედურებს, უზრუნველყოფს საქონლის უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაჰყავს შეფერხებები რეალურ დროში საქონლის მიკვლევადობის მეშვეობით. სისტემა ხელს უწყობს მონაცემთა გაცვლას საბაჟო ორგანოებს შორის, ამარტივებს ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებს და არსებითი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
პოზიცია: სატრანზიტო სისტემისა და პარტნიორებთან კომუნიკაციების სპეციალისტი
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-კვირა 09:00-18:00; 10:00-18:00; 12:00-21:00
ანაზღაურება: 2000 ლარი (Net)
პოზიციის ძირითადი მიზანი:
სატრანზიტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღების, დამუშავებისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა, პარტნიორ კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება ქართულ, რუსულ და თურქულ ენებზე, ასევე შემომავალი და გამავალი სატელეფონო კომუნიკაციის მართვა და მიმდინარე საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა.
სამუშაოს აღწერა:
- პარტნიორ კომპანიებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის წარმოება რუსულ და თურქულ ენებზე;
- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- პარტნიორებთან და კლიენტებთან გამავალი სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება;
- პარტნიორებისგან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებული დოკუმენტაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში კომპანიის შიდა პორტალზე ატვირთვა და შესაბამისი სატრანზიტო განაცხადების რეგისტრაცია;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და სამსახურთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ქართული, რუსული და თურქული ენების თავისუფლად ფლობა (აუცილებელი მოთხოვნა);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) ეფექტურად გამოყენების უნარი;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ეფექტური უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
- სასურველია სატელეფონო კომუნიკაციისა და კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება, ასევე საერთაშორისო გადაზიდვებთან და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (Invoice, CMR, Packing List, დეკლარაცია და სხვა) ცოდნა.
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: