სატრანსპორტო საშუალებების/სამუშაო ტექნიკის მძღოლ-ოპერატორი — ასპ-გრუპი

ასპ-გრუპი

სატრანსპორტო საშუალებების/სამუშაო ტექნიკის მძღოლ-ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას - სატრანსპორტო საშუალებებისა და სამუშაო ტექნიკის მძღოლ-ოპერატორის პოზიციაზე.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო
  • სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტიდან ობიექტზე გადასატანი პროდუქციის ჩაბარება, მისი დათვლა/აღრიცხვა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე
  • საჭიროების შემთხვევაში, საჭირო პროდუქციის შესყიდვა / მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის
  • ავტოამწის/ევაკუატორის საშუალებით დატვირთვა-გადმოტვირთვით სამუშაოების შესრულება
  • საჭიროების შემთხვევაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება
  • ავტოამწით/ევაკუატორით პროდუქციის ტრანსპორტირება მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით
  • ავტომობილის სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ასევე პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა
  • საგზაო წესების დაცვა
  • კომპანიის შინაგანაწესის, შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება - დამატებით E კატეგორიის მქონე კანდიდატს
  • სავალდებულოა ავტომობილის მართვის 3 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია GPS-ის და ელექტრონული რუკის გამოყენების ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალობა
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ