სატელეფონო ცენტრის ოპერატორი — ჯიესენი

ჯიესენი — ლოგო
ჯიესენი

სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

პოზიციის დანიშნულება: მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათი დახმარება (შემომავალი ზარი)

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კორპორაციულ Fitpass

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი ზარების მართვა
  • კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • საჭიროების შემთხვევაში ონლაინ არხების მართვა
  • სასურველი/საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი და ოპერატიული მიწოდება

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტი)
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • სასურველია სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office
  • უცხო ენა: რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.