სასტუმროს მენეჯერი- ჭარნალი
"Mars Oasis Capsule Hotel" ეძებს აქტიურ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან მენეჯერს, რომელიც ადგილზე გაუძღვება სტუმრების მიღებას, განთავსებას და ყოველდღიურ პროცესებს.
ჩვენი სივრცე შედგება თანამედროვე smart capsule სახლებისგან, ამიტომ გვჭირდება ადამიანი, რომელიც სტუმრებს მარტივად და გასაგებად აუხსნის, როგორ გამოიყენონ სახლის ფუნქციები, რა წესებია ტერიტორიაზე და როგორ მიიღონ საუკეთესო გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და განთავსება
- სტუმრებისთვის სახლის წესებისა და smart ფუნქციების ახსნა
- Check-in და Check-out პროცესების მართვა
- სტუმრების კითხვებსა და საჭიროებებზე რეაგირება
- ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი
- საერთო სივრცეების, მათ შორის აუზის, წესების დაცვაზე ყურადღება
- ყოველდღიური პროცესების ზედამხედველობა
- პრობლემების შემთხვევაში დროული რეაგირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია
- სტუმრებისთვის მშვიდი, კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა
მოთხოვნები:
- ქართული ენის გამართული ცოდნა
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება
- პრობლემების სწრაფად და მშვიდად მოგვარების უნარი
- სტუმრებთან მუშაობის სურვილი
სასტუმროს სფეროში გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი. პროცედურები და smart house-ების მართვის დეტალები ადგილზე ისწავლება.
პირობები:
- ანაზღაურება: 1500-2000 (გამოცდილების მიხედვით)
- სამუშაო ადგილი: Mars Oasis Capsule Hotel - ჭარნალი
- გრაფიკი: შეთანხმებით