სასტუმროს დასუფთავების სუპერვაიზერი — იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს — ლოგო
იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

სასტუმროს დასუფთავების სუპერვაიზერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

  • დიასახლისების გუნდის მართვა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია
  • ნომრებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის კონტროლი სტანდარტების შესაბამისად
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა და განაწილება
  • შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და ხარისხის შეფასება
  • ახალი თანამშრომლების გადამზადება და ინსტრუქციების მიწოდება
  • ინვენტარისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგის კონტროლი
  • ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან კომუნიკაცია
  • სტუმრების საჩივრებსა და მოთხოვნებზე რეაგირება

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ლიდერული და მართვის უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის მართვის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება 1500 ლარი (NET)