სასტუმროს ადმინისტრატორი — სასტუმრო Unfound Door

სასტუმრო Unfound Door — ლოგო
სასტუმრო Unfound Door

სასტუმროს ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Unfound Door - Design Hotel აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება
  • ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
  • სასტუმროსა და რესტორნის ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით და სოციალური ქსელით.
  • ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე
  • მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებგვერდის და პლატფორმების მეშვეობით
  • შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
  • სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
  • დაზღვევას

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა