სასტუმროს ადმინისტრატორი — ძველი მეიდანი

ძველი მეიდანი

სასტუმროს ადმინისტრატორი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ძველი მეიდანი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, სამღებროს ქუჩა 9/11

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუს სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და ნომრებში განთავსება
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და გარემოს შესახებ
  • ჯავშნების დამუშავება სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და ონლაინ სისტემების მეშვეობით
  • გადახდების მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია სტუმრების მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილების მიზნით
  • კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი და პროფესიონალური გადაწყვეტა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებულობა, სისწრაფე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

რას გთავაზობთ:

  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • მეგობრული გუნდი
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • სტაბილური ანაზღაურება და დანამატები