სასტუმროს ადმინისტრატორი
იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს.
სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება
- ჯავშნების მართვა და კონტროლი
- სტუმრების საჩივრებისა და პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა
- საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა
- ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება
მოთხოვნები:
- სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
- სასტუმროს მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- ანაზღაურება 1200 ლარი (NET)