სასტუმროების მონაცემთა დამუშავების მენეჯერი — რუსტარ ონლაინი

samushao.ge
რუსტარ ონლაინი — ლოგო
რუსტარ ონლაინი

სასტუმროების მონაცემთა დამუშავების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„რუსტარ ონლაინი“ საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 20 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას 10 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები, თურქეთი, კატარი , ვიეტნამი და საუდის არაბეთი.

„რუსტარ ონლაინი“ აცხადებს ვაკანსიას „სასტუმროების მონაცემთა დამუშავების მენეჯერის“ პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • პარტნიორი სასტუმროების (10 ქვეყნის მიმართულებით: საქართველო, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, მალდივები, სეიშელის კუნძულები, თურქეთი, ყატარიდა, ვიეტნამი, საუდის არაბეთი) ფასების კონტროლი და მუდმივი განახლება კომპანიის ონლაინ-ჯავშნის ელექტრონულ სისტემაში;
  • სასტუმროებთან კონტაქტი საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
  • ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა ;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე ; დასვენება 2 დღე

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.rustartourism.com.

„რუსტარ ონლაინი“ (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "რუსტარ ონლაინისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ