სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში ცხადდება კონკურსი მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციის (2 ვაკანსია) დასაკავებლად.
თანამდებობრივი სარგო: 1130 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
სამუშაო საათები: კვირაში არანაკლებ 40 საათისა, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის აქტიური სტატუსი (მინიმუმ მე-6 სემესტრის სტუდენტი).
- სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი.
- მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).
საჭირო ცოდნა:
- საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ".
- "იურიდიული ფაკულტეტის დებულება".
- თსუ-ში მოქმედი რეგულაციები.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა.
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ოპერატიულობა.
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი.
- გუნდურობა და კომუნიკაბელურობა.
- დასაბუთების უნარი.
- ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა.
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა.
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება და სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში (ბაკალავრიატის საფეხური).
- რეგისტრაციის პერიოდში სასწავლო ბაზის რედაქტირება და რეგისტრაციის პროცესისთვის მომზადება.
- აკადემიური რეგისტრაციების დროს შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება.
- სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, ცნობების ორგანიზება (მათ შორის ინგლისურენოვანი).
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება.
- სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- შესაბამისი ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების ორგანიზება.
- სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან).
- რეკომენდაციებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება და ელექტრონულად გადაგზავნის უზრუნველყოფა.
- საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, დეკანის, დეკანის მოადგილეებისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საჭირო დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
- CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად.
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი.
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა (ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში).
საკონკურსო კომისია განიხილავს აპლიკანტების სააპლიკაციო პაკეტებს. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ კანდიდატებს დაუკავშირდებიან გასაუბრების ჩასანიშნად.