სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორის პოზიციაზე მედიცინის საერთაშორისო სკოლაში, კლინიკური სწავლების საფეხურზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
- აკადემიურ პერსონალთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა აკადემიური კალენდრის დაგეგმვის მიზნით და სასწავლო პროცესის ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა
- სასწავლო და საგამოცდო ცხრილების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა
- სწავლის საფეხურის შესაბამისად, სილაბუსებით განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის
- სემესტრის განმავლობაში აკადემიურ პერსონალთან ურთიერთობის კოორდინირება აკადემიური კალენდრით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების პროცესში
- გამოცდებისა და შეფასების პროცესთან დაკავშირებული სტუდენტური აპელაციების განხილვის ორგანიზება და კოორდინირება; აკადემიური მოსწრებისა და შედეგების მონიტორინგის მიზნით, დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სხვადასხვა სახის ანგარიშის მომზადება
- პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად კურიკულუმის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინირება, რომლებიც ინიცირებულია აკადემიური პერსონალის ან სტუდენტების მიერ
- ადამიანების განვითარების და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სკოლის პერსონალის ადაპტაციისა და ონბორდინგის პროცესში მონაწილეობა
- სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის პროცესში მონაწილეობა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის ან სამედიცინო მიმართულებით)
- საგანმანათლებლო ან/და სამედიცინო სფეროში/კლინიკაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობა
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- აქტიური, თავაზიანი და ინიციატივიანი
- დროის მართვის უნარი
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- გუნდურობა
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 3 აგვისტო
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასების მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
ალტე უნივერსიტეტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დაცვით.