სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი — თანამედროვე განათლების აკადემია

თანამედროვე განათლების აკადემია

სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება და შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
  • მოსწავლეთა საგნობრივი კონსულტირების პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასებაში მონაწილეობა და რეაგირება;
  • კლასის დამრიგებლების, ტუტორების და დამრიგებლის ასისტენტების საქმიანობის მხარდაჭერა, მონიტორინგი, შეფასებაში მონაწილეობა და რეაგირება;
  • არაფორმალური განათლების კლუბების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასებაში მონაწილეობა;
  • საგნობრივი კათედრების საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის მხარდაჭერა, მონიტორინგი და მიღებული შედეგების ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა;
  • მასწავლებელთა საშემსრულებლო კულტურის მონიტორინგი, შეფასებაში მონაწილეობა და რეაგირება;
  • მოსწავლეთა დისციპლინის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის, მონიტორინგის, შეფასების პროცესში მონაწილეობა და რეაგირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში მშობლებთან ურთიერთობა;
  • ელექტრონული ჟურნალის წარმოების მონიტორინგი;
  • აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შექმნასა და დანერგვის მონიტორინგსა და შეფასებაში ჩართულობა;
  • სასკოლო კურიკულუმის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგში, შეფასებაში, გადასინჯვასა და რევიზიაში ჩართულობა;
  • დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;
  • საგაკვეთილო ცხრილის შედგენა.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების სფეროში);
  • აუცილებელია: ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • სასურველია: აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

კონკურსის ეტაპები:

  • შემოსული დოკუმენტაციის გადარჩევა;
  • გასაუბრება.

ჩვენი მისამართია: თბილისი, ლევან მიქელაძის #4