სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცერი- ზუგდიდი
ფინბიურო
ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე;
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაოს აღწერა:
- სასესხო ვალდებულებების მქონე მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით.
- პორტფელის დამუშავება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ; (MS Word; MS Excel; MS Outlook)
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამ თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც