სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცერი- თელავი
ფინბიურო სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან.
ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
ფინბიურო აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
ფინბიურო აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრის პოზიციაზე თელავში.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაოს აღწერა:
- სასესხო ვალდებულებების მქონე მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით.
- პორტფელის დამუშავება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- უმაღლესი განათლება.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook).
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.