სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცერი- ოზურგეთი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრის პოზიციაზე ოზურგეთში.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაოს აღწერა:
- სასესხო ვალდებულებების მქონე მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით;
- პორტფელის დამუშავება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook).
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.