სასესხო ვალდებულებების მართვის მენეჯერი- თბილისი — ფინბიურო

ფინბიურო — ლოგო
ფინბიურო

სასესხო ვალდებულებების მართვის მენეჯერი- თბილისი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასესხო ვალდებულებების მქონე მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით.
  • პორტფელის დამუშავება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • უმაღლესი განათლება.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ: განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ