სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი- აბაშა — ნათს ინქორფორეითიდ

ნათს ინქორფორეითიდ — ლოგო
ნათს ინქორფორეითიდ

სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი- აბაშა

₾1350 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ნათს ინქორფორეითიდ" (ს.ნ. 405404922) დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას.

სამუშაო ადგილი: აბაშა, სეფიეთი.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-18:00 (მოიცავს 1-საათიან შესვენებას).

ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1350 ლარი.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის საწყობებში შემოსული მარაგების ასახვა სასაწყობე პროგრამაში (მიღება, გაცემა, გადაადგილება, ჩამოწერა);
  • ნომენკლატურის კოდირება, პროგრამაში მოწესრიგება;
  • მარაგების მოძრაობის სისტემის გამართვა;
  • ანგარიშის ჩაბარება მენეჯერებისთვის, საჭიროებისამებრ;
  • სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები:

  • აუცილებელია პროგრამა 1C:საწარმო-ს ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია იყოს ორგანიზებული, ოპერატიული და დეტალებზე ორიენტირებული.