სასაწყობე მარაგების მართვის ოპერატორი
TSUR GROUP ინოვაციებზე ორიენტირებული ქართულ-ებრაული ჰოლდინგია, რომელიც 2019 წ. დაარსდა და აერთიანებს უკვე წარმატებულ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა NAMI 8, Aromaco, Zion.
ჰოლდინგის მრავალპროფილური პორტფელიო საინვესტიციო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და დეველოპმენტის ერთიან ეკოსისტემას მოიცავს.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი, ეს ნიშნავს ზრუნვას ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ.
ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.
TSUR GROUP-ში Aromaco-სთვის ვეძებთ თანამოაზრეს, რომელიც დაიკავებს სასაწყობე მარაგების მართვის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციას.
ვის ვეძებთ?ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, ვისთვისაც ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანი მართვა, მარაგების გადაადგილების კოორდინაცია და სააღრიცხვო სიზუსტე სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. თუ შეგიძლიათ საწყობის რესურსებისა და დროის სწორი მენეჯმენტი, მონაცემთა ზუსტი პროგრამული აღრიცხვა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი, ეს პოზიცია თქვენთვისაა.
რა იქნება შენი მთავარი მისია?
- ცენტრალური საწყობის ნაშთების კონტროლი და გასწორება; ნაშთების პერიოდული აუდიტის ჩატარება რეგიონებშიც;
- საწყობში შემოსული და გასული პროდუქტებისა და მასალების ზუსტი დოკუმენტური და პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- მიღებული მარაგების დასაწყობება დადგენილი სტანდარტებისა და წესების სრული დაცვით;
- მომარაგების სტენდზე პროდუქციის დროული მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა;
- მიღებული პროდუქციის ფიზიკური გადამოწმება და პროგრამულ მონაცემებთან შედარება;
- შესყიდვების გადამოწმება და მათი პროგრამული დადასტურება;
- მიღებული პროდუქტის ვიზუალური და ხარისხობრივი შემოწმება, საჭროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- რეალიზაციის შემთხვევაში, სარეალიზაციო დოკუმენტაციის გააქტიურება პროგრამაში, ასევე საწყობებს შორის შიდა გადაადგილებების მართვა (პროგრამულად და ფიზიკურად);
- პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, მართვა და მონიტორინგი; საქონლის ნაშთების მუდმივი კონტროლი;
- საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა, შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (ინვოისების) პერიოდული და დროული მიწოდება;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
რას ველოდებით თქვენგან?
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- CRM სისტემებში (სასურველია Bitrix24) მუშაობის გამოცდილება;
- 1C და FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- MS Office-ის, განსაკუთრებით კი MS Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- სამუშაო დროის სწორად დაგეგმვის, ამოცანების ეფექტური დელეგირებისა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის უნარი;
- გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და კოორდინაციის ძლიერ უნარები.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას;
- სპეციალურ ფასდაკლებას TSUR GROUP-ის ყველა ბრენდის პროდუქტებზე (Aromaco, Nami8 და სხვა).
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ
ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ვისთვისაც პროფესიული ზრდა და კეთილი საქმეების კეთება ერთნაირად მნიშვნელოვანია. თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის TSUR GROUP-თან ერთად, არ დააყოვნო და გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე.