საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსი- ბათუმი — ბეკო

ბეკო

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსი- ბათუმი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე 26 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 98 სავაჭრო წერტილს.

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - "ცვლილება უკეთესობისკენ".

კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი

ანაზღაურება: 1500 ლარი

სამუშაო საათები: კვირაში სამი დღე

ზოგადი მოთხოვნები:

  • პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • მართვის მოწმობა "B" (მექანიკა)

ძირითადი მოვალეობები:

  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის (სარეცხი მანქანა, მაცივარი, კონდიციონერი და სხვ.) ელექტრო ან მექანიკური დაზიანებების დადგენა და აღმოფხვრა
  • ტექნიკური მენეჯერისთვის შესაკეთებელი პროდუქციის და სათადარიგო ნაწილების შესახებ რეპორტის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი მონაცემები დამუშავდება კომპანიის უფლებამოსილი პირების მიერ, დასაქმების მიზნით და ვაკანსიასთან შესაბამისობის დასადგენად.

თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა პოზიციისთვის. მონაცემები ინახება 1 წლის ვადით.