საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი — Hash Bank

Hash Bank — ლოგო
Hash Bank

საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"HashBank" არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
** Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
** Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
** განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
** ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
** საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

** პოზიციის დასახელება: საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი
** სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
** ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის საოპერაციო რისკების მართვასთან დაკავშირებული პროცედურების/ინსტრუქციების/წესების შემუშავება და დანერგვის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო რისკების მისაღები დონის განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება შესაძლო დანაკარგების მინიმიზაციის უზრუნველსაყოფად;
** რისკ-ინდიკატორების (KRI) შემუშავება მონიტორინგი, და ანალიზი;
** საოპერაციო სისტემებში/პლატფორმებში წვდომებისა და უფლებების განსაზღვრა;

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
** საფინანსო ინსტიტუტში/ბანკში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე;
** MS Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.; უპირატესად ჩაითვლება ბ6-ის ცოდნა

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და უკუკავშირის უნარი.
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია.
** ლიდერული და განვითარებისკენ მიმართული მიდგომა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ