საოპერაციო მენეჯერი
"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ
პოზიციის მიზანი:
საოპერაციო მენეჯერის მთავარი მისიაა კომპანიის საოპერაციო პროცესების აღწერა, სტანდარტიზაცია, ოპტიმიზაცია და კონტროლის სისტემების დანერგვა, რათა ორგანიზაციის საქმიანობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტიანი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია
- კომპანიის ძირითადი ბიზნეს პროცესების აღწერა, ანალიზი და სტანდარტიზაცია;
- SOP-ების (Standard Operating Procedures) შექმნა და დანერგვა;
- პროცესებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების გეგმების შემუშავება;
- დეპარტამენტებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
საწყობისა და მარაგების მართვა
- საწყობისა და დისტრიბუციის პროცესების გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
- ფიზიკური და პროგრამული ნაშთების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
შესყიდვები და მომარაგების ჯაჭვი
- კომერციული და არაკომერციული შესყიდვების პროცესების კოორდინაცია და კონტროლი;
- კომერციული Forecast-ის საფუძველზე შესყიდვებისა და მომარაგების პროცესის კოორდინაცია;
- შეკვეთების, მიწოდების ვადებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის კონტროლი;
- შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი და ოპტიმიზაცია.
საოპერაციო ეფექტიანობა და ავტომატიზაცია
- ERP და სხვა საოპერაციო სისტემების დანერგვისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია;
- Dashboard-ებისა და საოპერაციო ანგარიშგების სისტემის შექმნა;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
- საოპერაციო პროცესების დიჯიტალიზაცია და ავტომატიზაცია.
წარმოებისა და ტექნიკური მიმართულების მართვა
- ტექნიკური თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
- კომპანიის ავტოპარკის, დაზღვევისა და ტექნიკური მომსახურების პროცესების მართვა;
- კომპანიის მატერიალური აქტივებისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
- ფილიალებში ტექნიკური პრობლემების დროული მოგვარების სისტემის დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის, ოპერაციების მართვის ან მონათესავე მიმართულებით;
- საოპერაციო მართვის, Supply Chain-ის, ლოჯისტიკის ან პროცესების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- პროცესების აღწერისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
- ERP/CRM სისტემებთან მუშაობის ან დანერგვის გამოცდილება;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდის მართვის უნარი;
- სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.